მხოლოდ კლინიკების ხარჯზე, ერთ-ერთ კერძო ქსელს, სახელს არ დავასახელებ, წმინდა მოგება 25%-ზე მეტი აქვს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მან ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ექიმებისთვის ანაზღაურების უცხოეთში არსებულ სისტემებზე ისაუბრა. აკაკი ზოიძის თქმით, ერთ-ერთი კერძო ქსელის წმინდა მოგება 25%-დან 30%-მდე მერყეობს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვისთვის, კონკრეტულად ამ სექტორისთვის, ძალიან მაღალია.
„ამ კერძო ქსელის ძირითადი მოგება სახელმწიფოს ფული რომ არის და მხოლოდ კლინიკების ხარჯზე... ეს მოგება საკმაოდ მაღალია. ანუ, მერწმუნეთ იქ ლუფტი ფასებთან მიმართებაში საკმაოდაა. ჩვენ შესრულებული სამუშაოსთვის ისეთ ფასებს არ დავაწესებთ, რომ კლინიკები გაკოტრდნენ“, - განაცხადა ზოიძემ.