მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცოტა ეროვნული კერძია ისეთი პოპულარული, როგორც სუში. თევზი, ბრინჯი, ბოსტნეული, ძმარი - სწორედ ეს არის სუში, რომელიც იაპონური სამზარეულოს სიამაყეა.
მან უკვე მტკიცედ მოიკიდა ფეხი უამრავი ქვეყნის პრესტიჟულ რესტორანში. სუში ბევრს თავისი პიკანტური გემოს გამო იზიდავს, ნაწილს კი უბრალოდ ის განსხვავებული სერვირება მოსწონს, რაც მას ახასიათებს. უამრავი ადამიანი მას მხოლოდ ინტერესის გამო აგემოვნებს და შემდეგ მისი საყვარელი კერძი ხდება.
ხშირად, სუში, არასწორად აღიქმება და ამ სახელწოდებით უმ თევზს ან ზღვის სხვა პროდუქტებს მოიხსენიებენ. იაპონიაში, ცალკე დაჭრილ უმ თევზს „საშიმი“ ეწოდება და მის მომზადებას სუშისგან განსხვავებით, ბრინჯი არ სჭირდება. თავად სიტყვა - „სუშის“ პირდაპირი მნიშვნელობა „მჟავეს“ ნიშნავს, თუმცა ის დღეს სხვა კონტექსტში აღარ იხმარება.
სუშის მოყვარულები თბილისშიც მრავლად არიან და სუშის რამდენიმე რესტორანიც არსებობს. ახლახან ამ იაპონური კერძის დაგემოვნება კიდევ ერთ რესტორანში გახდა შესაძლებელი. სასტუმრო ”ბილტმორ თბილისის” რესტორანი ”ზიმი”, 31-ე სართულზე, სწორედ ის ადგილია, სადაც უგემრიელესი სუშის გასინჯვა შეგიძლიათ. რესტორნის კიდევ ერთი უპირატესობა კი ქალაქის 360 გრადუსიანი ხედებია.
სხვა ქვეყნების ეროვნული კერძები, განსაკუთრებით კი აზიური სამზარეულო, ხშირად დიდ თანხასთან ასოცირდება. თუმცა ”ზიმში” სუშის ფასები ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის მისაღებია.
უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისგან დამზადებული იაპონური კერძები და რესტორანი რეგიონის ყველაზე მაღალ სასტუმროში პანორამული ხედებით - მართლაც რთულია, ამ შეთავაზებამ ადამიანი არ დააინტერესოს. განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც უცხოური ტრადიციული კერძები უყვართ.
რაც შეეხება თავად ბარ-რესტორანს - ”ზიმი” 2016 წელს ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობის, ყველაზე მაღალ წერტილში გაიხსნა. ”ზიმი” ორ ნაწილად არის გაყოფილი.ბარი სასტუმროს 30-ე სართულზე მდებარეობს. სუშის მირთმევა და მისი მომზადების პროცესის ნახვა კი 31-ე სართულზე მდებარე რესტორანში შეგიძლიათ.
(R)