"ქართული ხილის საექსპორტო კომპანია" რუსეთსა და უკრაინაში ქართული ატმის გატანას გეგმავს

"ქართული ხილის საექსპორტო კომპანია" ახალი სეზონისთვის ემზადება. მენეჯმენტი ქართული ხილის გატანას რუსეთსა და უკრაინაში გეგმავს.

სეზონის დადგომისთანავე, მაისის ბოლოს, ამ ორ საექსპორტო ბაზარზე კომპანია ქართულ ატამს გაიტანს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართულ ხილზე რუსეთსა და უკრაინაში მოთხოვნა არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ფასის განსაზღვრა რთულია.

კომპანიამ საქმიანობა 2013 წელს დაიწყო. მას კახეთსა და დასავლეთ საქართველოში სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობა აქვს. კომპანია ხილს მოსახლეობისგან იბარებს, აფასოებს და ექსპორტზე გააქვს.

ზამთრის სეზონზე (ნოემბრიდან) კომპანიამ რუსეთსა და უკრაინაში 200 ტონა მანდარინის რეალიზაცია მოახდინა. 

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე Georgian peach will be exported to Russia and Ukraine