2017 წლის პირველ ნახევარში რეკლამისდამკვეთებმა ონლაინ ვიდეო რეკლამაზე 699 მილიონი ფუნი დახარჯეს, რაც 46%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ამავე მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 2%-ით გაიზარდა დანახარჯები ბანერულ რეკლამაზე და 685 მილიონი ფუნტი შეადგინა.
ანალიტიკოსთა განცხადებით, ონლაინ ვიდეო რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სარეკლამო ფორმატია და ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების 35% სწორედ ვიდეო რეკლამაზე მოდის.
Zenith Online Video-ს ანგარიშის თანახმად, პროგნოზის მიხედვით მიმდინარე წელს ბრიტანელები ონლაინ ვიდეო რეკლამის ყურებაზე 20.3 წუთს დახარჯავენ, რაც თითქმის ორმაგია გასული წლის მაჩვენებელზე.
YouGov-ის მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში (2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში) ვიდეო რგოლებზე დახარჯული დრო კვირაში 51 წუთიდან 2 საათსა და 21 წუთამდე გაიზარდა.
“აღარავინ დავობს, რომ ვიდეო ციფრული რეკლამის ყველაზე მნიშნელოვანი და ძლიერი ფორმატია", - აცხადებს დეივ კოუნსელი, ბრიტანელი მარკეტილოგი.