ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში დღეს სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
როგორც თბილისის მერია იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.
ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ - 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.
2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.