საპენსიო რეფორმა თუ „გრძელი ფულის“ მოპოვების იოლი გზა

სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საპენსიო რეფორმას ეხმაურება.

უცვლელად გთავაზობთ ლევან ალაფიშვილის პოსტს.

"2013 - მთავრობამ უარი თქვა ნებაყოფლობით დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე

2014 - მთავრობამ ბიუჯეტის/ჩვენი ფული, 173 მლნ მისცა ბანკებს "გრძელი ფულის" სახით. ჩვენ არაფერი გვკითხეს

2015 - მთავრობამ ბიუჯეტის/ჩვენი ფული, 100 მლნ მისცა ბანკებს "გრძელი ფულის" სახთ და ისევ არაფერი გვკითხეს

2017 - მთავრობამ სავალდებულო საპენსიო დაგროვებით პენსიაზე გადასვლა დაიწყო. ნებაყოფლობითი არა, სავალდებულო! იმ "გრძელი ფულის" გამოყენებას ისევ არ გვკითხავენ, მიიღებენ ბანკები!

სიმართლე სჯობს ითქვას.

საერთაშორისო ბაზარზე "გრძელი ფული" რთულად მოსაპოვებელია და უფრო ძვირიცაა ;)

საპარტნიორო ფონდი არის კარგი მაგალით, როგორი ეფექტური და გამჭვირვალე მმართველია სახელმწიფო, ახლახანს სუს-ს რომ 100 მანქანა აჩუქა", - წერს ლევან ალაფიშვილი.