იაპონიამ რუსეთს  სანქციები დაუწესა

იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა.

სანქციები რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებზე ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს. მათი სია, ვისაც სანქციები შეეხება, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სანქციები იაპონიის მიერ დიდი შვიდეულის შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

თავდაპირველად იაპონიამ რუსეთს სანქციები 18 მარტს დაუწესა.