დედაქალაქის ახლად არჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი საარჩევნო პროგრამის შესაბამისად დაიგეგმება.
ასე უპასუხა კალაძემ ”ინტერპრესნიუსის” შეკითხვას, დაფინანსდება თუ არა დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტით ის პროექტები, რასთან დაკავშირებითაც დაპირებები წინასააარჩევნოდ გასცა.
”როდესაც მომეცემა მუშაობის უფლებამოსილება, პირველივე დღიდანვე დავიწყებთ ბიუჯეტზე მუშაობას. თქვენ იცით, ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, რომელზეც ვსაუბრობდი. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ქალაქის 4-წლიანი განვითარების გეგმა, თუ რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს. როდესაც დავიწყებთ მუშაობას, ბიუჯეტიც ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესაბამისად დაიგეგმება”, - განაცხადა კალაძემ.