ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილე - საქართველოში ძალიან კარგი ეკონომიკური ვითარებაა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილეს როზა მარია სანჩეს ებრა ალონსოს შეხვდა.

ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ვითარებაა და განაცხადა, რომ ბანკის მენეჯმენტი კმაყოფილია, საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. ევროპის საბჭოს ბანკის დაფინანსებით საქართველოში 25 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გარდა ამისა, განიხილება ევროპის საბჭოს ბანკის მონაწილეობა საქართველოს ჩრდილოეთით, სვანეთის მიმართულებით გზისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პროცესში, რომელთაც მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სამომავალო თანამშრომლობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.