კერძების ყველაზე სწრაფი მიტანის სერვისი HOTSALE.GE-სგან

ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Hotsale.ge, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს.

ახლა უკვე თქვენ შეგიძლიათ სასურველი კერძები სასურველ დროსა და სასურველ ადგილზე იმ კომპანიის დახმარებით გამოიძახოთ, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თქვენი მეგობარი კომპანიის სტატუსი. Hotsale.ge 2011 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას სასურველი პროდუქციისა თუ მომსახურების მისთვის ოპტიმალური ვარიანტების შერჩევაში ეხმარება. კომპანია წლებია, მაღალ ხარისხსა და მისაღებ ფასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ ახალმა მიმართულებამ - კერძების მიტანის სერვისმა გამოჩენისთანავე დიდი ყურადღება დაიმსახურა.

Hotsale.ge-ის  ახალი მომსახურების დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ვებსაიტის მარკეტინგის მენეჯერს მურთაზ ფუტკარაძეს ვესაუბრეთ.

რატომ გადაწყვიტეთ საკვების მიტანის ბიზნესში შესვლა?

Hotsale.ge-ს საშუალებით, მომხმარებლებს აქამდეც შეეძლოთ სასურველი კერძების გამოძახება. თუმცა გადავწყვიტეთ ამ მიმართულებას უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ. ამ მიმართულებით ბაზარზე უამრავი მოთამაშეა, თუმცა მაინც რთულია ხარისხიანი და სწრაფი სერვისის მიღება. ამას განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნა განაპირობებს. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი კი ამა თუ იმ მიმართულებით საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ კერძების მიტანის სერვისი ის მიმართულებაა, რომელსაც Hotsale.ge განავითარებს და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონესაც გამოიწვევს.

რით არის Hotsale.ge-ს მომსახურება მიტანის სერვისის სხვა კომპანიებისგან გამორჩეული?

სისწრაფე - სწორედ ესაა ჩვენი მთავარი უპირატესობა. Hotsale.ge-ს მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი სასურველ კერძს ყველაზე სწრაფად მიიღებს. ამ ეტაპისთვის დიდი ყურადღებით შერჩეულ საუკეთესო და ყველაზე მოთხოვნად კვების ობიექტებთან ვთანამშრომლობთ. ეს კი მაღალი ხარისხის განარტიას გვაძლევს. ასევე, კონკურენტებისგან გამოგვარჩევს საიტზე შეკვეთის გაკეთების სიმარტივე და კომფორტულობა.

კონკრეტულად კვების რომელ ობიექტებთან თანამშრომლობთ?

ამ ეტაპზე 20-ზე მეტ რჩეულ ობიექტთან ვთანამშრომლობთ. მათ შორისაა: სუშიკო, პიტა ფრეში, ფასანაური, Fire Work, Tuk Tuk, დონატელოს პიცა... სამომავლოდ, პარტნიორი კომპანიების რიცხვი, რა თქმა უნდა, გაიზრდება. თუმცა შეუცვლელი დარჩება ჩვენი პრიორიტეტი, რომ მხოლოდ მაღალი დონის კერძები შევთავაზოთ მომხმარებელს.

პარტნიორი კომპანიების რიცხვის ზრდის პარალელურად, კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ?

სიახლეების შესახებ ამ ეტაპზე დეტალების გამხელა არ შემიძლია. თუმცა გეტყვით, რომ გვექნება უამრავი საინტერესო და მხიარული აქტივობა და, რა თქმა უნდა, სპეციალური შეთავაზებები ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის.