ლვოვის მერიაში თანამშრომლებისთვის ახალი წესები ინერგება.
მუნიციპალიტეტი ყველა თანამშრომელს სამსახურებრივ ველოსიპედებს დაურიგებს. გარდა ამისა, შენობაში მოეწყობა სპეციალური გამოსაცვლელი ოთახები, სადაც თანამშრომლებს სამგზავრო ტანსაცმლის დატოვება შეეძლებათ.
უკრაინული მედიის ცნობით, მერიის თანამშრომლებს სამსახურებრივი ველოსიპედები სურვილის შემთხვევაში გადაეცემათ. ზოგიერთ დეპარტამენტში კი თანამშრომლებს ველოსიპედები მორიგეობით დაურიგდებათ, ველოგაქირავების პრინციპით.
ლვოვის მერიაში თანამშრომლებისთვის ველოსიპედების დარიგება 2018 წლის აპრილში იგეგმება. ქალაქის მერიაში სულ 1 600 თანამშრომელი მუშაობს.