არქიტექტურის სამსახურში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მერიაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შემდგომში ისაუბრებს.
"არქიტექტურის სამსახურში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ, მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული, მოქნილი სამსახური, რომელიც უნდა ემსახურებოდეს თბილისს და თბილისის მოსახლეობას",- განაცხადა კალაძემ.