"ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ ხედვას, რა უნდა გაკეთდეს დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებისთვის"

დედაქალაქის ახლად არჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბდება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაუსრულებელი მშენებლობები ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა.

”რამდენიმე კომპანიაა, ვინც ძირითადად ფლობს ასეთ შენობა-ნაგებობებს, რომლებსაც გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ. დაუსრულებელი მშენებლობების გამო სერიოზული ზიანი მიადგათ იმ ადამიანებს, ვისაც ავანსი ჰქონდა გადახდილი. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ ხედვას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს”, - განაცხადა კალაძემ.