საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი მხოლოდ 32 წლისაა, ამის მიუხედავად, უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.
ის ქვეყანაში თავდაცვისა და ეკონომიკის მინიტრების თანამდებობასაც იკავებს. რამდენიმე წლის მანძილზე პრინცს ქვეყნის მართვას მისი მამა, მეფე სალმანი აქტიურად ასწავლიდა. ჩრდილიდან პრინცი მოულოდნელად და ძალიან სწრაფად გამოვიდა, ასევე ელვის სისწრაფით დაიკავა სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობა.
4 ნოემბერი მისი დამსახურებით საუდის არაბეთის ისტორიულ დღედ იქცა. მოჰამედ ბინ სალმანის ბრძანებით, დააკავეს პრინცები, მოქმედი და ყოფილი მინისტრები და ბიზნესმენები, მსგავსი პრეცენდენტი საუდის არაბეთის ისტორიაში არ მომხდარა. მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები ქვეყნის მმართველმა საჯაროდ დაამცირა, კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.
მოჰამედ ბინ სალმანი ცდილობს, ქვეყნის ძალაუფლება ხელში მთლიანად ჩაიგდოს.
ცოტა ხნის წინ პრინცმა კიდევ ერთი რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცეს. უკიდურესად კონსერვატიულ მუსულმანურ ქვეყანაში ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს ჯერ კიდევ არ აქვთ მართვის უფლება. აკრძალვა მომდევნო წლის ივნისიდან მოიხსნება.
საუდელი პრინცი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი ქვეყნის ეკონომიკაშიც. ახლა საუდის არაბეთი მთლიანად ნავთობზეა დამოკიდებული, რომლის მარაგიც ოდესმე აუცილებლად ამოიწურება. სწორედ ამიტომ, პრინცმა წარმოადგინა მასშტაბური გეგმა "ხედვა 2030", რომლის ფარგლებშიც უდაბნოში უზარმაზარი ქალაქი აშენდება, ამისთვის ქვეყნის ბიუჯეტი ნახევარ ტრილიონ დოლარს გამოყოფს. ქალაქში აწარმოებენ რობოტებს, დრონებს, თვითმართვად ავტომანქანებს. ქალაქში ქალები და მამაკაცები საერთო სივრცეში იმუშავებენ.
აქ იქნება თეატრები, კინოები, გასართობი ადგილები, რაც უპრეცენდენტოა საუდის არაბეთისთვის. პრინცისთვის გეგმები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გეგმავს მოიშოროს ყველა, ვინც მისთვის ხელის შეშლას შეეცდება. იხილეთ გაგრძელება