"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს საკომისიოს გადახდა აღარ მოუწევთ

ელექტროენერგიის საფასურის გადახდა "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს საკომისიოს გარეშე შეეძლებათ.

"ენერგო-პროს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან კომპანიის ყველა ფილიალსა და მომსახურების ცენტრში, კომპანიის აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტროენერგიის დავალიანება ზედმეტი საკომისიოს გადახდის გარეშე დაფარონ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და "ნოვა ტექნოლოჯის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად, აბონენტებისთვის უკეთესი მომსახურების პირობების შექმნის მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოფისებში "ნოვა ტექნოლოჯის" სწრაფი გადახდის აპარატები განთავსდა.

აღნიშნული აპარატების მეშვეობით, კომპანიის ყველა აბონენტს შეეძლება ელექტროენერგიის საფასური საკომისიოს გარეშე გადაიხადოს.