ინფექციური საავადმყოფოსთვის ადგილი უკვე შერჩეულია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არსებულ ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაა.
"ადგილი შერჩეულია ლუბლიანას სამედიცინო დაწესებულებების კლასტერში. უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება პროექტირების სამუშაოები. ახალი კლინიკა იქნება 2019 წლის ბოლოს, თუმცა იქამდე ამ ინფრასტრუქტურით სრულყოფილი ფუნქციონირება ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ, გამოიყო თანხები, რომ არსებული კორპუსი გარემონტდეს და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობაც ძალიან მალე მიეწოდოთ იქამდე, ვიდრე ახალი კლინიკა აშენდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.