"კარგი ქვეყნების ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 49-ე პოზიციაზეა.
გასული წლის ინდექსში საქართველო 162 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იყო.
ყოველწლიური ინდექსი დგინდება იმის მიხედვით, თუ რა წვლილი შეაქვთ ქვეყნებს მსოფლიოს საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
ინდექსი 7 სხვადასხვა კომპონენტს ითვალისწინებს - მეცნიერება და ტექნოლოგია, კულტურა, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, მსოფლიო წესრიგი, პლანეტა და კლიმატი, კეთილდღეობა და თანასწორობა, ჯანმრთელობა და თანასწორობა.
ავტორები ეყრდნობიან როგორც გაეროს სხვადასხვა კვლევებს, ასევე მსოფლიო ბანკისა და ლოკალური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კვლევებს.
შვიდი კომპონენტიდან საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს კეთილდღეობისა და თანასწორობის კომპონენტში და მე-11 ადგილზეა, 35-ე ადგილზე ვართ ჯანმრთელობისა და თანასწორობის კომპონენტში, 62-ე - საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, 81-ე - მეცნიერება და ტექნოლოგია, 84-ე - პალნეტა და კლიმატის კომპონენტი, 90 - კულტურა, ხოლო ყველაზე ცუდი 112-ე ადგილზე მსოფლიო წესრიგის კომპონენტში.
"კარგი ქვეყნების ინდექსის" ლიდერი შვედეთია, რომელსაც მოსდევს დანია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და გერმანია.
აღსანიშნავია, რომ აშშ მხოლოდ მეოცეა. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ინდექსში თურქეთი 56-ე, უკრაინა 73-ე, რუსეთი 78-ე, სოხმეთი 90-ე, აზერბაიჯანი კი 103-ე პოზიციაზეა.
ინდექსის ბოლო სამეულს ასრულებენ მავრიტანია, ეკვატორული გვინეა და ლიბია.
კოკა კვირკველია