ადელმა 1 მილიონი ფუნტის შეთავაზებაზე უარი თქვა

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა უარი თქვა საუდის არაბეთში გამგზავრებასა და 1 მილიონი ფუნტის ოდენობის ჰონორარზე.

გავრცელებული ინფორმაციით, უარის მიზეზი ადელის მებაღეობით გატაცებაა.

„ადელის აგენტთან ერთად ვიყავი, როცა შესთავაზეს, რომ ადელი საუდის არაბეთში ჩასულიყო, იქ ერთ-ერთ ქორწილში ემღერა. ისინი მზად იყვნენ, ადელისთვის 1 მილიონი ფუნტი გადაეხადათ. მაგრამ მისმა აგენტმა თქვა, ადელი უარზეა, რადგან ამ დღეებში მებაღეობით არის დაკავებულიო“, - იხსენებს შეხვედრის დეტალებს ავსტრალიელი მუსიკოსი გაი სებასტიანი.

ბრიტანელი მომღერალი მეუღლესთან და ოთხი წლის შვილთან ერთად სასექსში, ლონდონსა და ლოს ანჯელესში ცხოვრობს. გასულ წელს ადელმა 16 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 45 000 ფუნტია ერთ დღეში.