ნოდარ ხადური: რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დაწყებაზე მუშაობა მიმდინარეობს

ნოდარ ხადურის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

ფინანსთა მინისტრის თქმით,  საქართველოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს, თუმცა ხადურს ამ ინფორმაციის  გავრცელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"მიმდინარეობს მოლაპარაკება შვეიცარულ მხარესთან და იმ კონკრეტულ კომპანიასთან, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, რათა დეტალები დავაზუსტოთ. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს რუსულ მხარესთან, ჩართულია ზურაბ აბაშიძეც. თქვენ იცით, რომ სამ დერეფანზეა საუბარი – ესაა ლარსის საბაჟო, სამაჩაბლო და აფხაზეთის ტერიტორია. ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია არის, თუმცა მისი გაჟღერება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოში უმუშევრობის დონეზეც ისაუბრა. ხადურის განმარტებით, მისი უწყება უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგიაზე მუშაობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის ეკონომიკური პერსპექტივების პროგნოზზე კომენტირებისას განუცხადა.