1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6499 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6499 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6370 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0882 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0608 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0274 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.