2018 წლიდან ვატიკანში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება.
შესაბამისი ბრძანება თავად რომის პაპმა ფრანცისკმა გასცა.
„როიტერის“ ინფორმაციით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ვატიკანი ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ევროს ოდენობის მოგებას დაკარგავს.
ვატიკანში ადგილობრივი პენსიონრებისთვის და თანამშრომლებისთვის სიგარეტი შეღავათიანი ფასით იყიდებოდა და თვეში 5 ბლოკის შეძენა შეეძლოთ.
ვატიკანის ინფორმაციით, „წმინდა ქალაქი ხელს ვერ შეუწყობს საქმიანობას, რომელიც საზიანო ადამიანების ჯანმრთელობისთვის“.
აკრძალვა არ შეეხება სიგარებს, რომლებიც უწინდებურად გაიყიდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევა მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს.