მილიარდერმა ბილ გეიტსმა არიზონას შტატში 80 მილიონ დოლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც დასახლების დაარსებას გეგმავს.
კომპანია „მაიკროსოფტის" მფლობელმა ლას-ვეგასიდან 45 წუთის სავალზე 100 კვ/კმ მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც „ჭკვიანი ქალაქის“ მშენებლობას გეგმავს.
ადგილს, სადაც ქალაქი აშენდება, ბელმონტი ჰქვია და მისი განვითარებისთვის შექმნილი კომპანიის განცხადებით, ამ მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი დაეთმობა ოფისებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს. ნაწილი გამოყენებული იქნება საჯარო სკოლებისთვის, ხოლო ნაწილი 80 ათას მცხოვრებზე გათვლილი საცხოვრებელი ფართებისთვის.
„ბელმონტში შეიქმნება თემი, რომლის კომუნიკაცია და ინფრასტრუქტურა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, წარმოდგენილი იქნება მაღალსიჩქარიანი ციფრული ქსელით, მონაცემთა ცენტრებით, ახალი მანუფაქტურული ტენოლგოიებითა და სადისტრიბუციო მოდელით, ავტონომიური ავტომობილებითა და ავტონომიური ლოჯისტიკური ჰაბებით“, - წერია „ბელმონტის პარტნიორების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის უცნობია თუ როდის დაიწყება ქალაქის მშენებლობა.
კოკა კვირკველია