არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მოქმედი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, კულუარული ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანების თაობაზეც მთავრობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
არსებული ცნობით, დაგეგმილია კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაც, რომლის ხელმძღვანელიც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.
სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. შს მინისტრის პორტფელს, არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.