არსებული ინფორმაციით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება.
დაგეგმილია რამდენიმე უწყების შერწყმა. კერძოდ, გაერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.
გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, უქმდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნული მიმართულება კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.