თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერებს დღეს წარადგენს.
წარდგენა თბილისის მერიაში 15:00 საათზეა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, ვიცე-მერის თანამდებობებს დაიკავებენ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, ასევე კალაძის გუნდის კიდევ ერთი წევრი თემურ ბოლოთაშვილი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი.
რაც შეეხება გამგებლებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, კალაძე მათ მომდევნო დღეების განმავლობაში წარადგენს.
კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.