რა ოდენობის პენსიას მიიღებთ პროფესიების მიხედვით

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" "მომავლის პენსიის" მთვლელი შეადგინეს, რომლის დახმარებით და რამდენიმე აუცილებელი გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია დავიანგარიშოთ, რამდენი იქნება პენსია დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შემთხვევაში.

ჩვენ გადავწყვიტეთ, საშუალო ხელფასის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოგვეანგარიშებინა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა პენსია, რომელსაც ისინი წლების შემდეგ მიიღებენ.

რადგან კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სისტემაში ჩართვის ვალდებულება 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხებათ, ჩვენ "მომავლის პენსიონერების" საშუალო ასაკი 35 წლით განვსაზღვრეთ. ამ შემთხვევაში დაგროვების დრო ქალებისთვის - 25 წელიწადი, ხოლო მამაკაცებისთვის 30 წელიწადი გამოდის. პენსიის განკარგვის დრო საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ 15 წელიწადია, წლიური ინფლაცია - 3%, ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი - 5%.

bpn