მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან.
ამის შესახებ ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის განსაკუთრებულ პრიორიტეტს მიანიჭებს საშუალო და მცირე ბიზნესთან ურთიერთობას.
„არც ერთი რეფორმა ან საგადასახადო ინიციატივა არ იქნება გატარებული ისე, რომ ჩვენ არ მივიღოთ კონსულტაცია ქართული ბიზნესისგან და ჩვენი სხვა პარტნიორებისგან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პრიორიტეტი მიენიჭება მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვას სამინისტროში. ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული უკვე უწყებაში და ეს მიმართულება აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ბახტაძემ.