რომან გოცირიძე - მთავარია გაუქმდეს სამინისტროების სათაო ოფისები და მის დაქვემდებარებაში შემავალი უსარგებლო უწყებები

„ქართუს” კლანი საოჯახო კლანმა შეცვალა, - ასე ეხმაურება დეპუტატი რომან გოცირიძე მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებს.

გოცირიძის შეფასებით, "ეს ცვლილებები კიდევ უფრო ამყარებს ივანიშვილის ერთმმართველ რეჟიმს".

"როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცოდა როდის მოხსნიდნენ, ისე კვირიკაშვილმაც სულ ბოლომ გაიგო მინისტრებს როდის მოუხსნიდნენ. სამინისტროების შემცირება აუცილებელია და არა მისი ორი ქუდის ნაცვლად ერთ ქუდში მოქცევა. მთავარია გაუქმდეს სამინისტროების სათაო ოფისები და მის დაქვემდებარებაში შემავალი უსარგებლო უწყებები. ამ ხელისუფლების მმართველობის წლებში ოცზე მეტი ახალი უწყება შეიქმნა. სულ ახლახან კანონპროექტი შემოვიდა კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ და ახალი დეპარტამენტი უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. ბიუჯეტის დამტკიცებისას ვნახავთ, რა რაოდენობით შემცირდა ბიუროკრატია და ხარჯები,"- აცხადებს რომან გოცირიძე.