რუსეთი საფრანგეთს ჯარიმით ემუქრება

თუ საფრანგეთი ოფიციალურად იტყვის უარს რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" მიწოდებაზე, კონტრაქტის ჩაშლისთვის საფრანგეთს სერიოზული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ამის შესახებ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა განაცხადა.

"საფრანგეთი ვალდებულია "მისტრალი" წლის ბოლოსთვის გადმოგვცეს. ამ დროისთვის, ოფიციალური უარი არ ყოფილა. როგორ კი ნებისმიერი ოფიციალური უარი იქნება, ჩვენი მხრიდან არც თუ მცირე საჯარიმო სანქციებს დავუწესებთ", – განუცხადა მანტუროვმა ჟურნალისტებს.

რუსეთმა და საფრანგეთმა 2011 წელს ხელი მოაწერეს 1,2 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტს რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალებისთვის ორი "მისტრალის" ტიპის ვერტმფრენმზიდის მიწოდების თაობაზე. ერთი მათგანი "ვლადივოსტოკი" წყალში მიმდინარე წლის ბოლოს ჩაეშვება, მეორე კი - 2015 წელს.