პირველი ავტო აუქციონი ბლოკჩეინზე - საქართველოდან დაიწყო

რამდენიმე კვირის წინ, ქართულ ავტო პორტალ-ზე გამოჩნდა აუქციონის მოდული, რომელიც საშუალებას აძლევს მყიდველს შეიძინოს, შემოწმებული ავტომანქანა პირდაპირ ევროპელი მომწოდებლებისგან , ყველა ტიპის შუამავლობის გარეშე. ამ ეტაპისთვის, პორტალი ვაჭრობს ბელგიის, ლიტვის და ესტონეთის ლიზინგ კომპანიების ბალანსზე არებული მანქანებით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აუქციონზე დარეგისტრირდნენ, პირდაპირ პორტალიდან, გადაიხადონ დეპოზიტი და დააფიქსიროს საკუთარი ბიჯი.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეხედვით მარტივი აუქციონის ფანჯარა, ნაწილია დიდი დეცენტრალიზებული ქსელისა, რომელშიც გაერთიანებულნი არიან სხვა ქვეყნის ავტოპორტალები და კორპორატიული გამყიდველები. ამ ტექნოლოგიის უკან დგას ქართულ-უკრაინული სტარტაპის ბლოკჩეინ პლატფორმა Shelf.Network.

Shelf.Network

აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა სპეციალური „აუქციონების თარო”, რომელიც მარტივად ინტეგრირდება ნებისმიერი ავტო პორტალის საიტზე და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, პირდაპირ სინქრონიზაციას ახდენს სხვა დამოუკიდებლად ჩართულ ავტოპორტალებთან, რისი საშუალებითაც ხდება გასაყიდი მანქანების, მომხმარებელთა ბიჯების და სრული აუქციონის პროცესის ეთმანეთთან გაზიარება.

ამ ეტაპისთვის დეცენტრალიზებულ ქსელში ჩართულია საქართველოს, უკრაინისა და ლიტვის ავტოპორტალები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველად ელ-კომერციის ისტორიაში გამყიდველს შეუძლია მანქანა ატვირთოს ერთ ადგილას და ავტომატურად მოხდეს მისი განთავსება სხვა ავტოპორტალებზეც, სადაც მანქანის შეთავაზება ხდება ადგილობრივი სერვისების მეშვეობით (ლოჯისტიკა, ენა, დეპოზიტი, ავტო ფინანსირება). აუქციონის დროს, საქართველოში რეგისტრირებული მომხმარებელის ბიჯები მომენტალურად აისახება სხვა ქსელში ჩართულ ავტო პორტალებზეც და პირიქით.

იდეა პლატფორმის მიღმა

დასავლეთ მომწოდებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპის მეორადი ავტომობილების ბაზარი, აქტივის ლიკვიდურობიდან გამომდინარე და ექსპორტის კუთხით საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია. შესაბამისად დასავლეთის მომწოდებლებისთვის, აღარ არის საჭირო დამატებითი ახსნა, თუ რატომ უნდა განათავსონ ავტომობილები ქსელში.

არსებული სავაჭრო პრაქტიკა კი, საშუალებას აძლევს პლატფორმას, მოკლე ხანში საერთაშორისო მასშტაბზე გავიდეს.

გარდა ამისა, სინქრონიზებული აუქციონის ფუნქციიდან გამომიდნარე, იხსნება არსებული ტექნიკური მონოპოლია, როდესაც აქტივის განთავსება და აუქციონირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ ავტო პორტალზე, რის საფუძველზეც ლიზინგ, სადაზღვევო თუ სადილერო კომპანია, პრეფერენციულად ყოველთვის აირჩევდა საუკეთესო ერთ პორტალს, ინვენტარის განსათავსებლად.

სინქრონიზებული აუქციონი კი გზას უხსნის აღმოსავლეთ ევროპის ავტო პორტალებს, რომ მათ პირდაპირ შესთავაზონ აქტივი და შეიქმნას კონკურენცია, რაც გამოიწვევს ელექტრონულ ვაჭრობაში კლიენტზე ორიენტირებულ სერვისს, ხოლო მომხმარებელი შეძლებს ლოკალურად მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება ისე რომ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მარტივად შეიძინოს ავტომობილი.

აღნიშნული პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს თითოეული მანქანის შემოწმებასა და რეალურ-დროში ინვენტარის სტატუსის მთელ ქსელში განახლებას, რაც გამორიცხავს ისეთ პრაქტიკას, როდესაც შუამავალი დილერები ახდენენ სურათების გადმოკოპირებას, სხვა საკონტაქტო პირის მითითებასა და ფასის ცვლილებას, რაშიც კიდევ დამატებით საკომისიოს ართმევენ მომხმარებელს.

Shelf.Network-ი არის პირველი დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ავტო რეალიზაციაში ჩართულ ყველა მონაწილეს, გლობალურად ითანამშრომლონ და ადგილობრივი სერვისის მეშვეობით მომხმარებელს შესთავაზონ მათზე მორგებული პროდუქტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.shelf.network

(R)