ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსასრულებლად ბიუჯეტი 16 250 ევროს გაიღებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობას 16 250 ევროს გადახდა უწევს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 28 აპრილის ბრძანებულებების მიხედვით, აღნიშნული თანხა იუსტიციის სამინისტროსთვის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოიყოფა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დავით სართანიას (6 250 ევრო), იური სარუხანიანისა (3 750 ევრო) და გოჩა სამსიანის (6 250 ევრო) სასარგებლოდ მიიღო.