ნუკრი ქანთარია - ეროვნულმა ბანკმა უნდა გვითხრას, სად არის ზღვარი და სად უნდა ჩაირთოს განგაშის სიგნალი

ეროვნულმა ბანკმა უნდა გვითხრას, სად არის ზღვარი და სად უნდა ჩაირთოს განგაშის სიგნალი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

დეპუტატი ეროვნულ ბანკს ღია ეთერის მეშვეობით მოუწოდებს, სავალუტო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში საზოგადოებას კონკრეტული განმარტება წარუდგინოს. ქანთარიას თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა სავალუტო რყევებმა ფასებზე გავლენა არ იქონიოს.

„ლარის გაუფასურება გვაწუხებს ყველას, ეს არის ძალიან მტკივნეული და ხშირად განვიხილავთ ამ საკითხს, რომ არ აისახოს ფასებზე. კატასტროფა შეიძლება გვქონდეს, თუ ასეთივე სისწრაფით გადავიდა ცვლილება ფასებზე. ხშირად ვითხოვთ ჩვენ, რომ გვითხრან სად არის ზღვარი, სად უნდა ჩაირთოს განგაშის სიგნალი და ეროვნული ბანკი ამაზე ჩვენ უნდა გვცემდეს პასუხს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.