„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატანი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გარეშე სამთავრობო ცვლილებებს მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
„წლებია ოპოზიცია მოითხოვდა სამთავრობო ცვლილებებს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მიზნით. ამ ცვლილებებს აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარჯები რადიკალურად შემცირდება და თუ პენსია გაიზრდება და სოციალურ ხარჯებში წავა ეს თანხები. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ. ბიუჯეტის დამტკიცების დროს კბილებით იცავდნენ ამ ბიუჯეტს და გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ 2019 წელს გიზრდება 20 ლარით პენსია, შესაბამისად, რასაც ვხედავთ არ არის საკმარისი და კიდევ უფრო სამწუხარო იქნება ეს ყველაფერი თუ ხარჯები არც შემცირდება ან შემცირების შეთხვევაში წავა არმიზნობრივად“, – განაცხადა რატიანმა.
მან შს სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილება არ იქნება შედეგიანი, თუ ისევ დარჩა გამოუძიებელი საქმეები. მისივე განცხადებით, მინისტრის და მოადგილეების შეცვლით, ცვლილებების მხოლოდ იმიტაცია მოხდა.