„ბლუმბერგის“ სისტემაში ვაჭრობისას "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის"  წილი 25.8%-ია

Bloomberg-ის სისტემაში აშშ დოლარის ვაჭრობისას  „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ჯამური წილი 25.8%-ია. საუბარია, 2017 წლის 2 ოქტომბერი-13 ნოემბრის პერიოდზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში "ბლუმბერგის" სისტემაში ვაჭრობისას ყველაზე დიდი წილი - 14.4% "პროკრედიტ ბანკზე" მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში „საქართველოს ბანკის“ წილი ვაჭრობაში 13.9%; „თიბისი ბანკისა“ კი 11.9% იყო.

ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს, რომელთაგან უცხოური ვალუტით აქტიურად ვაჭრობს 16 კომერციული ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

იხილეთ ცხრილი