“ევროპული საქართველოს” პროექტის მიხედვით, შესაძლებელია ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის დაზოგვა, რაც გაბერილი ბიუროკრატიისა და არამიზანმიმართული ხარჯების შეკვეცის შედეგი იქნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოში “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” არათუ გაეცნობა ბიუჯეტის პროექტს, არამედ თავიანთ ალტერნატივას წარმოადგენენ. კერძოდ, თუ როგორ შეიძლება უკეთ დაიხარჯოს ბიუჯეტი თბილისელების სასარგებლოდ, უფრო ორიენტირებული იყოს სოციალურ პროგრამებზე და როგორ შეიძლება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით აღნიშნულის განხორციელება.
მისივე თქმით, გამოთავისუფლებული თანხებით შესაძლებელია მუნიციპალური დანამატის გაკეთება პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისათვის.