“რედიქს ჯგუფის” ბუტიკ-სასტუმრო „კაბადონი“ (preffered hotels and resort-ის წევრი სასტუმრო) ხუთი წელია სიღნაღში წარმატებით ფუნქციონირებს.
სასტუმროში, სასიამოვნოდ ერწყმის ერთმანეთს მოდერნისა და ძველი ქართული თუ აღმოსავლური მოტივები. „კაბადონი“ 2012 წელს გავხსენით. სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს. მათ შორის არის როგორც სტანდარტული, ისე დელუქსნომრები და აპარტამენტები, რომლებიც კონფიგურაციით განსხვავებულია, თუმცა, საერთო სტილი და ხასიათი ყველგან შენარჩუნებულია,“-განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჯგუფის ჰოსპიტალიტი მიმართულების მენეჯერმა ქეთევან ბოკუჩავამ.
რატომ გადაწყვიტეთ სასტუმროს გახსნა სიღნაღში?
სიღნაღი ერთ-ერთი ულამაზესი, არაჩვეულებრივი არქიტექტურის მქონე ქალაქია, ირგვლივ ბევრი საინტერესო ადგილია თავმოყრილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქალაქში იმ დროისთვის არ იყო მაღალი ხარისხის სასტუმრო და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეირჩა ეს ქალაქი სასტუმროს მშენებლობისთვის.ვისზეა გათვლილი და ვინ არიან სასტუმროს მომხმარებლები - ადგილობრივები თუ ტურისტები?
სასტუმრო გათვლილია ყველა სეგმენტზე, როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე. ჩვენ ყველა კატეგორიას ვაკმაყოფილებთ. გამომდინარე იქიდან რომ სასტუმროს ბრენდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებელს მაღალ, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას ვთავაზობთ, უცხოელების მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობაც არ ჩამოუვარდება. შემიძლია ვთქვა რომ მოთხოვნა 60%-40%-ზეა.რა სერვისებს სთავაზობს „კაბადონი“ დამსვენებლებს?
გარდა სასტუმრო მომსახურებისა, გვაქვს სპა მომსახურება, სადაც დამსვენებლებს ექსკლუზიურად ვთავაზობთ ბრიტანული ბრენდის ელემისის პროდუქტებს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია შესული, ასევე გვაქვს აუზი, საუნა, უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნესდარბაზი, ღვინის ბარი ტერასაზე, რესტორანი, საიდანაც ალაზნის ველის ხედით ტკბობაა შესაძლებელი. გარდა ამ ყველა მომსახურებისა, დამსვენებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტურებს როგორც რეგიონის, ისე საქართველოს მასშტაბით.რამდენად რთულია თავის დამკვიდრება სასტუმრო ბიზნესში და რა პრობლემებია დღეს სფეროში?
ვერ ვიტყოდი, რომ რთულია სასტუმრო ბიზნესში თავის დამკვიდრება, თუ რა თქმა უნდა გვსურს ბაზარს კონკურენტული პროდუქტი შევთავაზოთ, რაც ცხადია, მაღალი ხარისხის მომსახურებას, შესაბამის კომფორტს და ა.შ. გულისხმობს. პრობლემებს რაც შეეხება, საქართველო ერთ-ერთი მოთხოვნადი ქვეყანაა, სტატისტიკაც მიუთითებს თუ რამდენად სწრაფად იზრდება ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა. თუმცა, ეს ზრდა განმეორებად ტურისტსაც უნდა მოიცავდეს. ტურისტი კი ქვეყანას ხელმეორედ იმ შემთხვევაში ესტუმრება თუ მაღალი ხარისხის მომსახურებას მიაწვდი. ეს კი თანამშრომლების კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ადგილზე გვეყოლებიან საერთაშორისო ტრენერები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს საერთაშორისო მომსახურების სტანდარტებს საფუძვლიანად ასწავლიან.სასტუმრო „კაბადონი“ „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ერთ-ერთი ფინალისტია.. რამდენად ელით გამარჯვებას?
კონკურსში მონაწილეობა იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი თავი შეგვეფასებინა. დაგვენახა ჩვენი თავი მომხმარებლის თვალით და გაგვეგო თუ რამდენად მოსწონთ და კმაყოფილები არიან ჩვენი მომსახურებით. დღეს კი უკვე ფინალში ვართ, რაც ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება გამარჯვებას, ამის იმედი და მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, რადგან დარწმუნებული ვართ იმ პროდუქტში, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ.თაია არდოტელი