"4 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, რომ თბილისის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს"

4 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, რომ თბილისის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.

მისი თქმით, ბიუჯეტის გაზრდით უფრო მეტი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

„დაწყებულია მოლაპარაკებები თბილისის ბიუჯეტის გაზრდაზე, რა შესაძლებლობაც იქნება დამატებითი ტრანსფერის ცენტრალური ბიუჯეტიდან. წელს მაქსიმალურად ვნახავთ, გაიზრდება თუ არა. როგორც იცით, 826 მილიონამდე იყო ბიუჯეტი. ვნახოთ, რამდენით იქნება გაზრდა შესაძლებელი. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის, ეს არის დრო, 4 წელი, შესაბამისად, უკვე უნდა დავიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.