ირაკლი ყიფიანი - პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება არასწორად მიმაჩნია

ლარის სტაბილურობა უნდა ყოფილიყო აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულება, შესაბამისად, არასწორად მიმაჩნია პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება , - ამის შესახებ ექსპერტმა ირაკლი ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ქვეყის ინფლაციისგან დაცვა და არა ეროვნული ვალუტის სტაბილიზება.

„ეროვნული ბანკის ვალია, ქვეყანა დაიცვას ინფლაციისგან და თუ ის დაინახავს ინფლაციის საშიშროებას, გამოიყენებს საშუალო და გრძელვადიან მექანიზმებს. ეროვნული ბანკის პირდაპირი ვალდებულება არაა ეროვნული ვალუტის სტაბილიზება. ის, რომ ლარი ყოფილიყო სტაბილური, უნდა ყოფილიყო აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულება, შესაბამისად, არასწორად მიმაჩნია პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.