ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურების ყველა დროის რეკორდს ხსნის.
მიმდინარე ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად 1 ევროს ფასი 3,1836 ლარია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, შარშან 17 ნოემბერს ევრო-ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,6686 ლარი იყო. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ლარი ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 51 თეთრით გაუფასურდა.
მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ლარი ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 15 თეთრით გაუფასურდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე ლარი-ევროს გაცვლით კურსი 2,79-2,97 ლარის ფარგლებში მერყეობდა. მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ლარი ევროსთან მიმართებაში 2,54 ლარამდეც კი გამყარდა. 3-ლარიან ნიშნულს ევროს ღირებულებამ ოქტომბრის ბოლოს გადააბიჯა და ნოემბრის განმავლობაში გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.