კომერციული ბანკების უმეტესობაში ერთი დოლარის ღირებულება 2.77 ლარამდე მერყეობს

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.7370-დან 2.7700-ის ფარგლებში მერყეობს.

კერძოდ, ამ დროის მდგომარებით, ”საქართველოს ბანკში" 12:00 საათისთვის, ერთი აშშ დოლარის გაყიდვა 2.685 ლარად არის შესაძლებელი, ყიდვა - 2.765 ლარად.

„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთი დოლარის გაყიდვა 2.6800 ლარად შეუძლია, ყიდვა - 2.7700 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის გაყიდვა მომხმარებელს 2.6900 ლარად შეუძლია, ხოლო შესყიდვა - 2.7500 ლარად.

„ვითიბი ბანკში“ 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 2.6950 ლარია, ხოლო შესყიდვის 2.7650 ლარია.

„ფინკა ბანკი“ 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 2.7170 ლარია, ხოლო შესყიდვის ფასი 2.7370 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7039 ლარია.