დიმიტრი ქუმსიშვილი Hellenic Petroleum-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბალკანეთში უმსხვილესი ნავთობკონცერნის Hellenic Petroleum-ის ხელმძღვანელს გრიგორის სტერგიოულისს და კონცერნის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

„შეხვედრას ასევე დაესწრნენ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აგრეთვე ბერძნული კონცერნის პარტნიორი „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბერძნულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

სტუმართა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც ენერგეტიკის სექტორშია დაგეგმილი. ასევე აღინიშნა ბერძნული კონცერნის დიდი ინტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, თანამშრომლობა საქართველოს მხარესთან სამომავლოდაც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.