ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა გუშინ, "ქართული ოცნების" ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

ოქრიაშვილის განცხადებით, საუბარი მიმდინარეობდა 2017 წლის ბიუჯეტზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და ლარის კურსზე.

"27 ნოემბერს იქნება ეროვნული ბანკის მოსმენა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.