ხვნის პროცესი დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში, წელს დახმარებას 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს.

იმერეთის რეგიონში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში“ 165 000 - მდე ბენეფიციარს დაეხმარებიან. დღეის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში 11 000 ჰექტრამდე მიწაა დამუშავებული და შპს „მექანიზატორის” 400-მდე ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ოთარ დანელია და იმერეთის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურში ხვნის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის რაიონში, სახელმწიფოსგან დახმარებას 19,577 ბენეფიციარი მიიღებს.

სოფელ დილიკაურში აღნიშნულ პროექტში 1000 ბენეფიციარია ჩართული.