ტილო, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრად არის მიჩნეული, ნიუ იორკის „კრისტის“ აუქციონზე რეკორდულ თანხად 450,3 მილიონ დოლარად, რამდენიმე დღის წინ გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საუბარია 500 წლის წინ შესრულებულ, Salvator Mundi (სამყაროს მხსნელი)-ის სახელით ცნობილ ტილოზე, რომელზეც ქრისტეა გამოსახული.
გამოცემაში სხვა ძვირადღირებული ნამუშევრებიც არის ჩამოთვლილი.
ჰოლანდიელი აბსტრაქციონისტის უილიამ დე კუნინგის ნამუშევარი - Interchange, რომელიც 1955 წელს არის შესრულებული. ტილო 300 მილიონ დოლარად არის გაყიდული.
პოლ გოგენის ნამუშევარი - Nafea Faa Ipoipo, რომელიც 300 მილიონ დოლარად არის გაყიდული.
ფრანგი მხატვრის პოლ სეზანის ტილო - The Card Players. ნამუშევარი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს არის შესრულებული, 250 მილიონ დოლარად არის გაყიდული.
ამერიკელი მხატვრის ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი - Number 17A, რომელიც 200 მილიონ დოლარად არის გაყიდული.