"ტესლამ" სატვირთო ელექტრომობილი წარადგინა

კომპანია Tesla სატვირთო ელექტრომობილის Tesla Semi-ს პრეზენტაცია გამართა.

კომპანიის ხელმძღვანელის ილონ მასკის თქმით, სატვირთო ელექტრომობილის შექმნა მსოფლიო ეკონომიკის საწვავისგან გათავისუფლების მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

Tesla-ს საიტზე მოცემული მახასიათებლების მიხედვით, სატვირთო ელექტრომობილით მგზავრობის მაქსიმალური მანძილი 800 კილომეტრია. ტვირთის გარეშე კი 5 წამში 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

Tesla Semi-ს სერიული წარმოება 2019 წელს დაიწყება.