დაგეგმილი ოპტიმიზაცია გულისხმობს როგორც საკადრო, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპტიმიზაციის მასშტაბებსა და კონკრეტულ ციფრებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სტრუქტურა ჩამოყალიბდება.
“ცვლილება დარგობრივ ნაწილს ყველაზე ნაკლებად შეეხება. გაერთიანების დროს ოპტიმიზაციის ყველაზე მეტი საშუალება ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილშია. საბოლოო მასშტაბს ის ტრუქტურა გვაჩვენებს, რომელიც ერთიანი უწყების ლოგიკაში ჩამოყალიბდება. როგორც კი სტრუქტურა ჩამოყალიბდება, შეგვეძლება კონკრეტულ მასშტაბებზე ვისაუბროთ. ოპტიმიზაცია გულისხმობს, როგორც საკადრო, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც არის ტრანსპორტი, კომინუკაცია, ადმინისტრაცია და ასე შემდეგ. როგორც კი სტრუქტურა მზად იქნება, ჩვენ დეტალურად გავივლით თითოეულ ადამიანს, თითოეულ შტატს ფუნქციიდან გამომდინარე. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ერთიანი სტრუქტურისთვის საუკეთესო შემადგენლობა შეირჩეს”, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.
მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო უქმდება. სპორტის ნაწილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში გადადის.