დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე 20 ნოემბრის 20:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

როგორც შსს იუწყება, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა იკრძალება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.