ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების მიუხედავად, კრიტიკული დაავადებები 21-ე საუკუნის ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს 14 მლზ-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება.
მსოფლიოში იზრდება ავთვისებიანი სიმსივნით სიკვიდლიანობის მაჩვენებლი. ონკოლოგიური დაავადებები სიკვდიალინობის გამომწევევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს და ჯამში 13%-ს შეადგენს, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.
კიბოს გამომწვევი მიზეზები ძალიან მრავალფეროვანია და მათი რიცხვი კიდევ უფრო დიდია იმის გამო, რომ არსებობს მრავალი კატეგორიის კიბოს სახეობა. თანამდეროვე ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბევრი ადამიანი დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება.
დღეის პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებები პირველ ადგილს დაიკავებენ და გაუსწრებენ ისეთ დაავადებებს გავრცელების სიხშირით, როგორიც გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებია, რომლებსაც თავისი სიხშირით დღეს პირველი ადგილი უჭირავთ. შესაბამისად, საქართველოც მსოფლიოს შემადგენელი ნაწილია და ჩვენთანაც დაავადების სიხშირის მონაცემების გაორმაგების რისკია.
ონკოლოგიური დაავადებით სიკვდილიანობა ყველაზე ხშირად დაგვიანებული დიაგნოსტიკის შედეგია.
კრიტიკულლი დაავადებების თავიდან ასაცილებლად და მასთან საბრძოლველად, საჭიროა დროული დიაგნოსტირება და პრევენცია.
Global Benefits Georgia - ქართველ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, ეს არის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელიც გამორჩეული პროდუქტია ქართულ და რეგიონულ სადაზღვევო ბაზარზე.
პოლისის მომხმარებელს რთული დიაგნოზის დადგენისას შეუძლია მიიღოს ერთჯერადი ფულადი ანაზღაურება განსხვავებული ლიმიტებით (20 000, 50 000 და 100 000 ევროს ოდენობით).
კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ფარავს შემდეგ 7 დაავადებას/მდგომარეობას: ნებისმიერი ფორმის სიმსივნე, ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა, მრავლობითი სკლეროზი, კორონარული არტერიის შუნტირება და ძირითადი ორგანოს გადანერგვა.
პოლისის პირობები მაქსიმალურად ითვალისწინებს დაზღვეულის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს, რასაც ადასტურებს ანაზღაურების მოქნილი მექანიზმი.
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეულს უნაზღაურდება პოლისის შესაბამისი ლიმიტი სრულად და შესძლებლობა აქვს გამოიყენოს სურვილისამებრ, პოლისი არ ავალდებულებს მას წინასწარ შედგენილ კვლევებს.
დღეს ონკოლოგია საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, ვინაიდან პაციენტთა მკურნალობა ძვირადღირებულია და დღევანდელი სოციალური მდგომარეობა პაციენტებს ამ მკურნალობის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
Global Benefits Georgia-ს სადაზღვევო პროდუქტის ღირებულება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის და განისაზღვრება ინდივიდუალურად, ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში.
სწორედ ამიტომ არის უნიკალური პროდუქტი კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რისი საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში მიღებული კომპენსაციით, გარკვეულ ეტაპზე დაავადების განვითარების პრევენცია ხდება.
(R)