იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8566.1 მლნ დოლარი შეადგინა

2017 წლის იანვარ - ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8566.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2203.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (29.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6363.0 მლნ აშშ დოლარს (7.8 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ - ოქტომბერში 4160.0 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1700.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ - ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2324.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 531.1 მლნ აშშ დოლარი იყო (17.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1793.2 მლნ აშშ დოლარი (0.9 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.1 პროცენტი შეადგინა, მათ

შორის ექსპორტში 24.1 პროცენტი და იმპორტში 28.2 პროცენტი (2016 წლის

იანვარ - ოქტომბერში შესაბამისად 29.3, 26.7 და 30.1 პროცენტი). ევროკავშირის

ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.3 პროცენტი (2016 წლის იანვარ - ოქტომბერში 31.5 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში

2783.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ - ოქტომბერთან შედარებით

32.1 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 911.5 მლნ აშშ დოლარი (59.6 პროცენტით

მეტი), ხოლო იმპორტი 1872.4 მლნ აშშ დოლარი იყო (21.9 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.5 პროცენტი

იყო, მათ შორის ექსპორტში 41.4 პროცენტი და იმპორტში 29.4 პროცენტი (2016

წლის იანვარ - ოქტომბერში შესაბამისად 27.7, 33.5 და 26.0 პროცენტი). 2017 წლის იანვარ - ოქტომბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23.1 პროცენტი (2016 წლის იანვარ - ოქტომბერში 23.0 პროცენტი).

2017 წლის იანვარ - ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1280.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (929.6 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (728.0 მლნ აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 352.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.0 პროცენტი შეადგინა.

ფეროშენადნობების ექსპორტი 255.1 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.6 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 173.9 მლნ აშშ დოლარი

და მთელი ექსპორტის 7.9 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ - ოქტომბერში

ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 555.6 მლნ აშშ დოლარი

და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 376.3 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 278.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).