ბაგა-ბაღების სააგენტოს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, მერიის არქიტექტურის სამსახურს და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.

სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების და შპს-ების ხელმძღვანელები თბილისის მთავრობის წევრებს კახა კალაძემ დღეს წარუდგინა.

ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ამ პოსტზე თეიმურაზ თორდინავა შეცვალა; შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მამუკა კობახიძემ ჩაიბარა, რომელმაც ნუგზარ ჭეიშვილი ჩაანაცვლა; სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაინიშნა, რომელმაც ზურაბ წიკლაური შეცვალა, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტო ირაკლი თავართქილაძემ ჩაიბარა, რომელმაც კარლო ლაფერაძე ჩაანაცვლა.